ცისფერყანწელთა დაჯგუფება-ახალი
სიტყვა ქართულ ლიტერატურაში
1.პროექტის სათაური:,,ცისფერყანწელთა დაჯგუფება-ახალი
სიტყვა ქართულ ლიტერატურაში“
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ,,ცისფერყანწელთა“
შემოქმედებას,ჩაატარებენ
საინტერესო კვლევებს.დაგეგმავენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
3.პროექტის სრული აღწერა:,,ცისფერყანწელთა“ჯგუფის წევრების შემოქმედების შესწავლას
უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსწავლისათვის.ისინი გაეცნობიანამ მწერალთა ბიოგრაფიას,შეისწავლიან
მათ ბობოქარ,ბოჰემურ,წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებას.გაეცნობიან მათ ულამაზეს პოეზიას,ჩაწვდებიან
ამ უდიდეს მგოსანთა სულიერ სამყაროს,გაეცნობიან მათ პირად წერილებს. სკოლაში ჩატარდება
ღონისძიებები:პოეზიის საღამო-ლიტერატურული კითხვა,ერთი ლექსის კონკურსი,მოეწყობა ექსკურსიები.
4.მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
5.ვადა:1 თვე.
6.შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიქმნება ჯგუფები:
ვინ იქნება პასუხისმგებელი
ვინ იქნება შემსრულებელი
ვინ წარმოადგენს
ანგარიშს შესრულებული მუშაობის შესახებ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შექმნიან ,,ცისფერყანწელთა“დაჯგუფებაში
შემავალ მწერალთა ვებ-გვერდს.
მოეწყობა ლიტერატურული
კითხვა.
მოეწყობა სასწავლო
ექსკურსია.
გააკეთებენ ალბომს.
გამოუშვებენ კედლის
გაზეთს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:,,ცისფერყანწელთა“ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი
ლიტერატურა,ექსკურსიისთვის საჭირო ტრანპორტი,
ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა
და ინტერნეტი.
9.სასარგებლო სხვებისათვის:
შესაძლებლობა ექნებათ
ნახონ პოეტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ-გვერდი.
ისარგებლებენ მასალით,რომელიც
იქნება განთავსებული ვებ-გვერდზე.
10.სამუშაო ენა:ქართული.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება,ისტ-ი.
12.პროექტის ხელმძღვანელი:მავრა სამხარაძე.
13.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:mavra.samxaradze@gmail.com
No comments:
Post a Comment