Saturday, March 23, 2013

სასწავლო პროექტი


ცისფერყანწელთა დაჯგუფება-ახალი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში

1.პროექტის სათაური:,,ცისფერყანწელთა დაჯგუფება-ახალი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში“
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ,,ცისფერყანწელთა“
შემოქმედებას,ჩაატარებენ საინტერესო კვლევებს.დაგეგმავენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
3.პროექტის სრული აღწერა:,,ცისფერყანწელთა“ჯგუფის წევრების შემოქმედების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსწავლისათვის.ისინი გაეცნობიანამ მწერალთა ბიოგრაფიას,შეისწავლიან მათ ბობოქარ,ბოჰემურ,წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებას.გაეცნობიან მათ ულამაზეს პოეზიას,ჩაწვდებიან ამ უდიდეს მგოსანთა სულიერ სამყაროს,გაეცნობიან მათ პირად წერილებს. სკოლაში ჩატარდება ღონისძიებები:პოეზიის საღამო-ლიტერატურული კითხვა,ერთი ლექსის კონკურსი,მოეწყობა ექსკურსიები.
4.მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
5.ვადა:1 თვე.
6.შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიქმნება ჯგუფები:
ვინ იქნება პასუხისმგებელი
ვინ იქნება შემსრულებელი
ვინ წარმოადგენს ანგარიშს შესრულებული მუშაობის შესახებ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შექმნიან ,,ცისფერყანწელთა“დაჯგუფებაში შემავალ მწერალთა ვებ-გვერდს.
მოეწყობა ლიტერატურული კითხვა.
მოეწყობა სასწავლო ექსკურსია.
გააკეთებენ ალბომს.
გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:,,ცისფერყანწელთა“ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ლიტერატურა,ექსკურსიისთვის საჭირო ტრანპორტი,
ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა და ინტერნეტი.
9.სასარგებლო სხვებისათვის:
შესაძლებლობა ექნებათ ნახონ პოეტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ-გვერდი.
ისარგებლებენ მასალით,რომელიც იქნება განთავსებული ვებ-გვერდზე.
10.სამუშაო ენა:ქართული.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება,ისტ-ი.
12.პროექტის ხელმძღვანელი:მავრა სამხარაძე.
13.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:mavra.samxaradze@gmail.com