Saturday, April 25, 2015

მე-9 დღე

საინტერესო ტრენინგი იყო, დღეს დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო, ყველაფერი მომეწონა.. ძალიან კარგი ტრენინგი იყო

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, April 4, 2015

მეხუთე დღე

დღეს საინტერესოთ ვიმუშავეთ ბუკლეტებზე.

Sunday, March 29, 2015

დღე მეოთხე

დღეს შევისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება და სხვადასხვა საქაღალდეებში განთავსება,აგრეთვე გავეცანით ბუკლეტის სტრუქტურას და შევსების  თანმიმდევრობას.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

Saturday, March 23, 2013

სასწავლო პროექტი


ცისფერყანწელთა დაჯგუფება-ახალი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში

1.პროექტის სათაური:,,ცისფერყანწელთა დაჯგუფება-ახალი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში“
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ,,ცისფერყანწელთა“
შემოქმედებას,ჩაატარებენ საინტერესო კვლევებს.დაგეგმავენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
3.პროექტის სრული აღწერა:,,ცისფერყანწელთა“ჯგუფის წევრების შემოქმედების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსწავლისათვის.ისინი გაეცნობიანამ მწერალთა ბიოგრაფიას,შეისწავლიან მათ ბობოქარ,ბოჰემურ,წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებას.გაეცნობიან მათ ულამაზეს პოეზიას,ჩაწვდებიან ამ უდიდეს მგოსანთა სულიერ სამყაროს,გაეცნობიან მათ პირად წერილებს. სკოლაში ჩატარდება ღონისძიებები:პოეზიის საღამო-ლიტერატურული კითხვა,ერთი ლექსის კონკურსი,მოეწყობა ექსკურსიები.
4.მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
5.ვადა:1 თვე.
6.შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიქმნება ჯგუფები:
ვინ იქნება პასუხისმგებელი
ვინ იქნება შემსრულებელი
ვინ წარმოადგენს ანგარიშს შესრულებული მუშაობის შესახებ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შექმნიან ,,ცისფერყანწელთა“დაჯგუფებაში შემავალ მწერალთა ვებ-გვერდს.
მოეწყობა ლიტერატურული კითხვა.
მოეწყობა სასწავლო ექსკურსია.
გააკეთებენ ალბომს.
გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:,,ცისფერყანწელთა“ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ლიტერატურა,ექსკურსიისთვის საჭირო ტრანპორტი,
ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა და ინტერნეტი.
9.სასარგებლო სხვებისათვის:
შესაძლებლობა ექნებათ ნახონ პოეტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ-გვერდი.
ისარგებლებენ მასალით,რომელიც იქნება განთავსებული ვებ-გვერდზე.
10.სამუშაო ენა:ქართული.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება,ისტ-ი.
12.პროექტის ხელმძღვანელი:მავრა სამხარაძე.
13.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:mavra.samxaradze@gmail.com